პროექტის მოკლე აღწერა:
კონკრეტული თემის რუსულ ენაზე დამუშავება და ამით
ენის პოპულარიზაციის მცდელობა
პროექტის სრული აღწერა:
უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით უკანასკნელი პოლიტიკური პროცესების შემდეგ დამკვიდრდა ნეგატიური დამოკიდებულება რუსული სამყაროსადმი, კერძოდ რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო დისციპლინისადმი. როგორც წესი, არ არსებობს კონკრეტული მიზეზები ასეთი დამოკიდებულებებისა. საჭიროდ ჩავთვალე ჩემი სკოლის დონეზე გავაძლიერო რუსული ენის პოზიციები, გავზარდო მოსწავლეებში დაინტერესება ამ უცხოური ენით. ამისათვის გამოვიყენე მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო თემა - "ჩემი სკოლა", რომელზედაც იმუშავებს 1 კონკრეტული კლასი რუსულ ენაზე.
პროექტის მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები:
პირველი საფეხური
- თემის შერჩევა და მიზნის ჩამოყალიბება
- კლასის დაყოფა საპროექტო გუნდებად
- დავალებებისა და ფუნქციების გადანაწილება გუნდების მიხედვით ( სკოლის ისტორია // სკოლის წარმატებები// ჩემი სკოლის დღევანდელობა// სტატისტიკა)
- კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
- კითხვარების შედგენა
- ინტერვიუირება
- გამოკითხვის ჩატარება
- ფოტო-მასალების შეგროვება
- ჩანაწერების წარმოება
- სტატისტიკის წარმოება
- ინფორმაციის შეჯერება
- მასალების შეგროვება და დახარისხება
- საბოლოო ვარიანტის შერჩევა
- პროექტის ანგარიში - პრეზენტაცია
- შედეგების გაანალიზება და შეფასება
- მოსწავლეები ეუფლებიან საჭირო ლექსიკურ ერთეულებს
- მოსწავლეები გამოიყენებენ დაგროვილ ლექსიკურ მარაგს კვლევისა და პრეზენტაციის დროს
- მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას საკუთარი სკოლის ისტორიისა და სინამდვილის შესახებ
- მოსწავლეებს უყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება სკოლის წარსულისა და აწმყოს მიმართ
- მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევისა და ძიების უნარ-ჩვევები
- მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები
პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში სარგებელს ნახულობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები - ისინი უფრო მეტად ინფორმირებული ხდებიან, მოსწავლეები ვითარდებიან, უჩნდებათ მოტივაცია ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში და შექმნან რაიმე ღირებული.
პროექტის სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
პროექტის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
მოსწავლეები იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და უყალიბდებათ დამოკიდებულებები გარკვეული საკითხების მიმართ.
პროექტის ფასილიტატორი:
ქ.ქუთაისის ა.დეკანოიძის სახელობის #32 საჯარო სკოლა, ინგა კვესაძე, რუსული ენის მასწავლებელი .
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ingakvesadze2009@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ingakvesadze.blogspot.com